ლიამ ჰემსვორტი ქეით უინსლეტთან ერთად რომანტიკულ დრამაში ითამაშებს!

ლიამ ჰემსვორტი ქეით უინსლეტთან ერთად რომანტიკულ დრამაში ითამაშებს!
ლიამ ჰემსვორტი, აილა ფიშერი, ელისაბეტ დებიკი და ჯუდი დევისი შეუერთდებიან ქეით უინსლეტს რომნატიკულ დრამაში „The Dressmaker“.

სიუჟეტი ვითარდება ქეით უინსლეტის გმირის, თილის, გარშემო, რომელიც მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. ის მრავალი წლის წინ გაიქცა იქიდან , რადგან მას მკვლელობას აბრალებდნენ.

გამჭრიახი გონებისა და ქარიზმის დამსახურებით ის ქალაქის მაცხოვრებლების კეთილგანწყობას მალე მოიპოვებს. საბოლოოდ, ის მოულოდნელად სიყვარულსაც ხვდება და პოულობს საშუალებას შური იძიოს მათზე, ვინც ის უსამართლოდ დაადანაშაულა.

სურათის მოქმედება მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ვითარდება.

ჯოსლი მურჰაუსი გადაღებებს ოქტომბერში , ავსტრალიაში შეუდგება.

photos
ლიამ ჰემსვორტი ქეით უინსლეტთან ერთად რომანტიკულ დრამაში ითამაშებს! ლიამ ჰემსვორტი ქეით უინსლეტთან ერთად რომანტიკულ დრამაში ითამაშებს!
скачать dle 12.1
3 260