თქვენს წინაშეა "ფორსაჟი 7" – ის ახალი ტრეილერი

თქვენს წინაშეა "ფორსაჟი 7" – ის ახალი ტრეილერი
Universal Pictures–მა სულ რამდენიმე წამის წინ გამოაქყვეყნა "ფორსაჟი 7"–ის სამწუთიანი ტრეილერი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, გულშემატკივართა ინტერესს საოცრად ამძაფრებს. შეგახსენებთ, რომ ჯეიმს უენის ახალ სურათში ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, მიშელ როდრიგესი, კურტ რასელი, ჯორდანა ბრუსტერი, ლუკას ბლეკი, ჯიმონ ჰუნსუ და სხვა მსახიობები მონაწილეობენ. აქვეა პოლ უოლკერიც, რომელიც გადაღებების მიმდინარეობისას ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი მაგივრობა ფილმში მსახიობის ძმებმა გასწიეს. ასევე, საჭირო გახდა ბიუჯეტის 250–მილიონ დოლარადმდე გაზრდა, რათა შექმნილიყო პოლის CGI–ფორმატის ფოტოები დუბლების გარეგნული განსხვავებების გადასაფარად.

"ფორსაჟი 7" მაყურებლის წინაშე 2015 წლის აპრილში წარსდგება.

скачать dle 12.1
4 675