გამოქვეყნდა “შურისმაძიებლების” ახალი სახასიათო პოსტერი

გამოქვეყნდა “შურისმაძიებლების” ახალი სახასიათო პოსტერი
მას შემდეგ, რაც “შურისმაძიებლების” ბოლო პოსტერი გამოქვეყნდა, შემოქმედებითმა ჯგუფმა არ დაიზარა და პერსონაჟის პირველი სახასიათო სურათიც გაავრცელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პატივი “რკინის კაცს”, რობერტ დაუნი უმცროსს ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ოფიციალურ ფოტოზე ქრის ევანსი უფროა წინ წამოწეული, ყველა თანხმდება, რომ სწორედ რობერტია გახმაურებული ნამუშევრის მთავარი სახე!

როგორც თავადაც ხედავთ, დაუნიმ ტვიტერზე გამოქვეყნებულ სიახლეში ახალი ამბავიც გვამცნო – 8 დღეში დიდ განაცხადს უნდა ველოდოთ! სავარაუდოდ, ეს ახალი სახასიათო პოსტერი ან ტრეილერი იქნება, თუმცა, შესაძლოა შემოქმედებითი ჯგუფი რაიმე სახის სურპრიზსაც გვიწყობდეს. შეგახსენებთ, რომ სურათში “შურისმაძიებლები: ულტრონის ერა” მონაწილეობენ: რობერტ დაუნი უმცროსი, ქრის ევანსი, მარკ რუფალო, ქრის ჰემსუორთი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯერემი რენერი, ელიზაბეთ ოლსენი, აარონ ტეილორ-ჯონსონი, ჯეიმს სპეიდერი, სტელან სკარსგარდი, სემუელ ელ ჯეკსონი, კობი სმალდერსი, პოლ ბეთანი და დონ ჩიდლი.

ფილმი კინოეკრანებზე 1-ელ მაისს გამოდის.

გამოქვეყნდა “შურისმაძიებლების” ახალი სახასიათო პოსტერი
скачать dle 12.1
3 737